пятница, 8 июля 2016 г.

მესამე დღის რეფლექსია

   დღევანდელი ტრენინგი მრავალფეროვანი,საინტერესო და დატვირთული იყო.
    როგორც ყოველთვის,დასაწყისში წინა ტრენინგზე შესწავლილი მასალა გავიხსენეთ.
შევამოწმეთ და გავაანალიზეთ დავალებები.
      დავასრულეთ მუშაობა ბროშურაზე,მის შინაარსსა და ვიზუალურ მხარეზე,მის შექმნაზე ტექსტურ რედაქტორში.ამ საკითხის გაცნობით ძალიან კმაყოფილი ვარ,რადგან ბროშურა,ბუკლეტი არამარტო პროექტის სხვადასხვა ეტაპზე შეიძლება გამოვიყენო,მისი გამოყენება შეიძლება სხვადასხვა სასწავლო მიზნების თუ მოსწავლეთა დაინტერესების მისაღწევად.
      დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონზე მუშაობა.შევავსეთ რამდენიმე პუნქტი.დეტალურად ვიმუშავეთ იმაზე,თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს პროექტის მიზნები,ამ მიზნით მოვიძიეთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტები და მისაღწევი შედეგები.
       ტრენინგზე მიღებული ცოდნა აუცილებლად გამომადგება მუშაობის პროცეში და  დამეხმარება სასწავლო მიზნების მიღწევაში.
       

Комментариев нет:

Отправить комментарий