среда, 20 июля 2016 г.

მეცხრე დრის რეფლექსია


ეს იყო მთელი ტრენინგის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო დღე.დღეს ტრენინგის პროდუქტი წარმოვადგინეთ-განვიხილეთ თითოეული მონაწილის მიერ შესრულებული პროექტი,წარვადგინეთ პრეზენტაციები.
 უღრმესი მადლობა ქალბატონ ლალის ამდენი შრომისთვის.

воскресенье, 17 июля 2016 г.

მერვე დღის რეფლექსია

  ტრენინგი იყო ძალიან დატვირთული.
   დავალების შემოწმების შემდეგ შევავსეთ პროექტის გეგმის შაბლონში დიფერენცირებული სწავლების გრაფა.
    მომოვაწესრიგეთ ჩვენი საქაალდეები,შევქმენით პორტფოლიო.
    ბლოგზე გავხსენით ახალი გვერდები,ჩვენი პორტფოლიო განვათავსეთ ბლოგზე.
     

суббота, 16 июля 2016 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

  განვიხილეთ წარმოდგენილი მოსწავლეთა ნამუშევრები,მივიღეთ პასუხები კითხვებზე.
   სახელმძღვანელოდან ჩვენს დრაივზე გადავიტანეთ პროექტის შეფასების რუბრიკა,რისთვისაც შევქმენით დრაივზე ახალი საქაღალდე.ვიმუშავეთ რუბრიკის შევსებაზე.
  გავეცანით დავალებას.
   

пятница, 15 июля 2016 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

განვიხილეთ დავალებები.
ახალი მასალა საკმაოდ შრომატევადი და საინტერესო იყო.შაბლონში შევავსეთ გრაფა-წინარე ცოდნა.
 დავიწყეთ მუშაობა მოსწავლის ნაშრომზე,სხვა საკითხებთან ერთად განვიხილეთ იურიდიული საკითხები,რომელთა ცოდნა აუცილებელია ინტერნეტით სარგებლობის  შემთხვევაში. 

четверг, 14 июля 2016 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

  ტრენინგი წინა დღეს შესწავლილი მასალის გააქტიურებით დავიწყეთ.ასევე განვიხილეთ დავალებები.დავალება იყო მიმართულების მიმცემი შეკითხვების ჩამოყალიბება.ტრენერისგან მივიღეთ კონსტრუქციული რეკომენდაციები.
    ვიმუშავეთ ახალ საკითხზე-პროექტის შეფასება.განვსაზღვრეთ  პროექტის შეფასების ხუთივე კრიტერიუმიდან  თითოეულ ეტაპისთვის შესაბამისი კითხვები.
    მივიღეთ დავალება.   

суббота, 9 июля 2016 г.

მეოთხე დღის რეფლექსია



     განვიხილეთ დავალება,მივიღეთ ტრენერის უკუკავშირი.
     ჩემთვის ახალი იყო ურთიერთთანამშრომლობა.საშუალება გვქონდა კოლეგების ბლოგებზე შესვლის და კომენტარის დაწერის.ეს საშუალებას მოგვცემს გავითვალისწინოთ ერთმანეთის აზრი.
     ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე,გავეცანით მის ტიპებს.
     მივიღეთ დავალება.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები




  • ზოგადი შეკითხვა-როგორ შეიძლება გაგვიადვილოს მათემატიკამ ცხოვრება?
  • თემატური კითხვა -  როგორ გამოვიყენოთ მათემატიკა კვლევისა და დასკვნების გაკეთების პროცესში?        
           
   

  •   შინაარსობრივი კითხვები :       

              1.მონაცემთა შეგროვების რა ხერხებს იცნობთ?
               
              2.მონაცემთა ხელსაყრელი ფორმით წარმოდგენის რა ხერხებს იცნობთ?

              3.რა სახის დიაგრამებს იცნობთ?

пятница, 8 июля 2016 г.

მესამე დღის რეფლექსია

   დღევანდელი ტრენინგი მრავალფეროვანი,საინტერესო და დატვირთული იყო.
    როგორც ყოველთვის,დასაწყისში წინა ტრენინგზე შესწავლილი მასალა გავიხსენეთ.
შევამოწმეთ და გავაანალიზეთ დავალებები.
      დავასრულეთ მუშაობა ბროშურაზე,მის შინაარსსა და ვიზუალურ მხარეზე,მის შექმნაზე ტექსტურ რედაქტორში.ამ საკითხის გაცნობით ძალიან კმაყოფილი ვარ,რადგან ბროშურა,ბუკლეტი არამარტო პროექტის სხვადასხვა ეტაპზე შეიძლება გამოვიყენო,მისი გამოყენება შეიძლება სხვადასხვა სასწავლო მიზნების თუ მოსწავლეთა დაინტერესების მისაღწევად.
      დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონზე მუშაობა.შევავსეთ რამდენიმე პუნქტი.დეტალურად ვიმუშავეთ იმაზე,თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს პროექტის მიზნები,ამ მიზნით მოვიძიეთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტები და მისაღწევი შედეგები.
       ტრენინგზე მიღებული ცოდნა აუცილებლად გამომადგება მუშაობის პროცეში და  დამეხმარება სასწავლო მიზნების მიღწევაში.
       

სასწავლო პროექტის მიზნები და ამოცანები


მოსწავლეები შეძლებენ:


  •        მოიძიონ  და გაეცნონ პოპულარულ ლიტერატურას,რომლის საშუალებითაც გაიაზრებენ მათემატიკის მნიშვნელობას პრაქტიკულ საქმიანობაში.
  •  მოიძიონ ინფორმაცია სკოლაში მათემატიკის სწავლის დონის შესახებ,რისთვისაც მასწავლებლებისგან აიღონ ინტერვიუ.
  •    საგნისადმი მოსწავლეთა დამოკიდებულების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად  განახორციელონ მოსწავლეების გამოკითხვა  ანკეტების საშუალებით.
  • დაახარისხონ და დაამუშავონ მოძიებული ინფორმაცია,მიღებული შედეგები წარმოადგინონ ცხრილებით,ააგონ დიაგრამები.
  • იმსჯელონ,გაანალიზონ და გამოიტნონ დასკვნები.
  • მიღებული შედეგები და დასკვნები გააცნონ მოსწავლეებს,მასწავლებლებს,მშობლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს,რისთვისაც დაამზადონ ბუკლეტები,მოამზადონ პრეზენტაცია. 


     

     

воскресенье, 3 июля 2016 г.

მეორე დღის რეფლექსია



      გავიხსენეთ წინა ტრენინგზე შესწავლილი მასალა.
      გავეცანით პორტფოლიოს კომპონენტებს,შევქმენით საქაღალდეები თითოეული მოდულის მასალების შესანახად.
      ვიმუშავეთ პროექტის იდეაზე.წარმოვადგინეთ ჩვენეული ვერსიები ბლოგებზე.შემდეგ მოხდა მათი განხილვა.მივიღეთ ამომწურავი და კონსტრუქციული უკუკავშირი ტრენერისგან.
      გავეცანით შემდეგი ტრენინგდღისთვის შესასრულებელ დავალებას.
                        

პროექტის იდეა

                            ,,მათემატიკა ცხოვრებას ამარტივებს"

      ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველა აბიტურიენტი აბარებს ზოგადი უნარების გამოცდას,სადაც ტესტის ნახევარი მათემატიკური ნაწილია და დანარჩენის უმრავლესობის წარმატებით გადაწყვეტაც (მაგ.ლოგიკა) მჭიდრო კავშირშია მათემატიკასთან.ნებისმიერი სპეციალობის ადამიანს ჭირდება მათემატიკა? 21-ე საუკუნეში ადამიანის წარმატებული ცხოვრებისთვის ასე მნიშვნელოვანია მათემატიკური ცოდნა?

    გამოვიკვლევთ მათემატიკის სწავლა-სწავლების დონე წინანდლის საჯარო სკოლაში,მოვიძიებთ ინფორმაციას თვითოეულ კლასში მათემატიკის მოსწრების შესახებ.შევაგროვებთ ინფორმაციას საატესტატო გამოცდებზე მიღებული შედეგების შესახებ წლების მიხედვით,რამდენი მოსწავლე აბარებს მათემატიკას ეროვნულ გამოცდებზე,დავამუშავებთ, წარმოვადგენთ ცხრილების და დიაგრამების საშუალებით.
  დავამზადებთ საინფორმაციო ბუკლეტებს.კვლევის შედეგებს გავაცნობთ დირექციას,მასწავლებლებს,მათემატიკის კათედრას,მოსწავლეებს,მშობლებს.