,,მათემატიკა ცხოვრებას ამარტივებს"
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველა აბიტურიენტი აბარებს ზოგადი უნარების გამოცდას,სადაც ტესტის ნახევარი მათემატიკური ნაწილია და დანარჩენის უმრავლესობის წარმატებით გადაწყვეტაც (მაგ.ლოგიკა) მჭიდრო კავშირშია მათემატიკასთან.ნებისმიერი სპეციალობის ადამიანს ჭირდება მათემატიკა? 21-ე საუკუნეში ადამიანის წარმატებული ცხოვრებისთვის ასე მნიშვნელოვანია მათემატიკური ცოდნა?
გამოვიკვლევთ მათემატიკის სწავლა-სწავლების დონე წინანდლის საჯარო სკოლაში,მოვიძიებთ ინფორმაციას თვითოეულ კლასში მათემატიკის მოსწრების შესახებ.შევაგროვებთ ინფორმაციას საატესტატო გამოცდებზე მიღებული შედეგების შესახებ წლების მიხედვით,რამდენი მოსწავლე აბარებს მათემატიკას ეროვნულ გამოცდებზე,დავამუშავებთ, წარმოვადგენთ ცხრილების და დიაგრამების საშუალებით.
დავამზადებთ საინფორმაციო ბუკლეტებს.კვლევის შედეგებს გავაცნობთ დირექციას,მასწავლებლებს,მათემატიკის კათედრას,მოსწავლეებს,მშობლებს.