среда, 20 июля 2016 г.

მეცხრე დრის რეფლექსია


ეს იყო მთელი ტრენინგის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო დღე.დღეს ტრენინგის პროდუქტი წარმოვადგინეთ-განვიხილეთ თითოეული მონაწილის მიერ შესრულებული პროექტი,წარვადგინეთ პრეზენტაციები.
 უღრმესი მადლობა ქალბატონ ლალის ამდენი შრომისთვის.

воскресенье, 17 июля 2016 г.

მერვე დღის რეფლექსია

  ტრენინგი იყო ძალიან დატვირთული.
   დავალების შემოწმების შემდეგ შევავსეთ პროექტის გეგმის შაბლონში დიფერენცირებული სწავლების გრაფა.
    მომოვაწესრიგეთ ჩვენი საქაალდეები,შევქმენით პორტფოლიო.
    ბლოგზე გავხსენით ახალი გვერდები,ჩვენი პორტფოლიო განვათავსეთ ბლოგზე.
     

суббота, 16 июля 2016 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

  განვიხილეთ წარმოდგენილი მოსწავლეთა ნამუშევრები,მივიღეთ პასუხები კითხვებზე.
   სახელმძღვანელოდან ჩვენს დრაივზე გადავიტანეთ პროექტის შეფასების რუბრიკა,რისთვისაც შევქმენით დრაივზე ახალი საქაღალდე.ვიმუშავეთ რუბრიკის შევსებაზე.
  გავეცანით დავალებას.
   

пятница, 15 июля 2016 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

განვიხილეთ დავალებები.
ახალი მასალა საკმაოდ შრომატევადი და საინტერესო იყო.შაბლონში შევავსეთ გრაფა-წინარე ცოდნა.
 დავიწყეთ მუშაობა მოსწავლის ნაშრომზე,სხვა საკითხებთან ერთად განვიხილეთ იურიდიული საკითხები,რომელთა ცოდნა აუცილებელია ინტერნეტით სარგებლობის  შემთხვევაში. 

четверг, 14 июля 2016 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

  ტრენინგი წინა დღეს შესწავლილი მასალის გააქტიურებით დავიწყეთ.ასევე განვიხილეთ დავალებები.დავალება იყო მიმართულების მიმცემი შეკითხვების ჩამოყალიბება.ტრენერისგან მივიღეთ კონსტრუქციული რეკომენდაციები.
    ვიმუშავეთ ახალ საკითხზე-პროექტის შეფასება.განვსაზღვრეთ  პროექტის შეფასების ხუთივე კრიტერიუმიდან  თითოეულ ეტაპისთვის შესაბამისი კითხვები.
    მივიღეთ დავალება.   

суббота, 9 июля 2016 г.

მეოთხე დღის რეფლექსია



     განვიხილეთ დავალება,მივიღეთ ტრენერის უკუკავშირი.
     ჩემთვის ახალი იყო ურთიერთთანამშრომლობა.საშუალება გვქონდა კოლეგების ბლოგებზე შესვლის და კომენტარის დაწერის.ეს საშუალებას მოგვცემს გავითვალისწინოთ ერთმანეთის აზრი.
     ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე,გავეცანით მის ტიპებს.
     მივიღეთ დავალება.